დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ხუთი წლისაა
ამობეჭდვა · 15 / 06 / 2018 22:04
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ხუთი წლისაა

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი – „ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად“ ხუთი წლის გახდა. 1.tv.ge-ს ინფორმაციით, იუბილის აღსანიშნავად, დღეს, 15 ივნისს სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა საღამო, სადაც ჟურნალისტებმა ფონდის ხუთი წლის საქმიანობა შეაჯამეს.

ფონდის წარმომადგენელის, დიტო ცინცაძის ინფორმაციით, 2013 წლიდან დღემდე ფონდი ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ 18 წლამდე ასაკის 282 ბავშვს დაეხმარა.

ბენეფიციარებზე დახარჯული თანხა 2 365 000 ლარს შეადგენს. ყოველთვიურად საშუალოდ 20 000 ლარი იხარჯება ბენეფიციართა კვლევებზე, მკურნალობასა და მედიკამენტებზე. ფონდი ასევე უზრუნველყოფს პაციენტთა უცხოეთში გამგზავრებასა და დაბინავებას.

ღონისძიების დასასრულს ასევე, გაიმართება საქველმოქმედო აუქციონი, სადაც წარმოდგენილი იქნება 12 ლოტი. ფონდის წარმომადგენლების განცხადებით, შემოსული თანხა ფონდის 12 შვილობილის მკურნალობას მოხმარდება.

ტეგები