ზაზა გაბუნიამ ხულოში რძისა და ყველის საწარმო დაათვალიერა
ამობეჭდვა · 16 / 06 / 2018 20:01
ზაზა გაბუნიამ ხულოში რძისა და ყველის საწარმო დაათვალიერა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნიამ, ზემო აჭარში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიოკნისში რძის გადამამუშავებელი საწარმო „ცეზარი“ მოინახულა.

რძისა და ყველის გადამამუშავებელი საწარმო „ცეზარი“ 2015 წელს შვეიცარიის განვითარების ფონდის თანადაფინასებით აშენდა.

საწარმო „ცეზარი“ ამ დროისათვის აჭარის მთიანეთში ერთადერთი რძის გადამამუშავებელი საწარმოა და ძირითადად ყველს, ნადუღსა და კარაქს ამზადებს.

წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, გარდა ადგილობრივი ბაზრისა, ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხდება. ამჟამად საწარმოში 15 ადამიანია დასაქმებული, თუმცა რძის გადამამუშავებელი საწარმო „ცეზარი“ მომავალში წარმოების კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს.

„მიხარია, რომ ეკონომიკურად ასეთ აქტიურ მოსახლეობას ვხედავ. მათი ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია შემოსავლიანი ოჯახების არსებობისთვის და ადგილზე დოვლათის შექმნის თვალსაზრისით“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ

შეხვედრას ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი ანზორ ბოლქვაძე ესწრებოდა.

ტეგები