ქართველ მოკრივეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2018 00:42
ქართველ მოკრივეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

"მოგმართავთ მთელ საქართველოს, კრივის ფედერაციას, საფრანგეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს! 

ეხლახანს სტრასბურგის კრივის კლუბ ,,კორონას'' მწვრთნელისაგან არტემ აირაპეტიანისაგან მივიღე ინფორმაცია, რომ ორი კვირის უკან შეჯიბრებაზე პონ აუდემერის ნახევარფინალში ქართველ მოკრივე ბესარიონ ხუტუაშვილს ჰქონდა ორთაბრძოლა დილამონ ბრეგემონთან. 

ქართველმა მოკრივემ მიიღო თავის მძიმე ტრავმა, იქნა ჰოსპიტალიზებული რუანის სან მარტინის სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალის ნეიროქირურგიულ რეანიმაციაში. დღემდე კომაშია.

ყველა საქართველოს ჯარისკაცი და ყველა მოკრივე ჩემი შვილია, ჩემი შალვაა.

გთხოვთ საფრანეთში რუანში, ან მის მახლობლად მცხოვრებთ, შეძლებისდაგვარად გამოიჩინეთ ყურადღება-მონახულეთ, მოიკითხეთ და ჩვენც გაგვაგებიეთ ამ ადამიანის მდგომარეობა. 

გავაკეთოთ რაც შეგვიძლია, რათა გადარჩეს 34 წლის სპორტსმენი", - წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

ტეგები