
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრ ტარიელ აროშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
„ეს გადაწყვეტილება იყო არასამართლიანი. ნაკლებად მძიმე დანაშაულია და არასამართლიანად მიმაჩნია 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდება. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო აღელვებული და ქათამაძეს ესროლა მაგიდის დროშის სადგამი. იგი ნაწილობრივ აღიარებს დანაშაულს”,- აცხადებს ადვოკატი მერაბ ფუტკარაია.
საქმის პროკურორის, შოთა ჩხაიძის ინფორმაციით, გამორიცხული არაა გამოიკვეთოს სხვა პირთა ბრალეულობაც.
ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი 15 ივნისს მოხდა.
პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ტეგები
USD | 3.0401 |
EUR | 3.4387 |
GBP | 3.8351 |
TRY | 0.4451 |