თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარემონტო სამუშაოებისას მუშა დაშავდა
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2018 16:14
თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარემონტო სამუშაოებისას მუშა დაშავდა

თბილისში,  აკაკი გახოკიძის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარემონტო სამუშაოებისას მუშა დაშავდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ის ორმოში იყო და წყლის მილი გაყავდა, რა დროსაც ორმო ჩამოიშალა, ქვის ფილები ჩამოცვივდა და მუშა მოიყოლა, ორმო წყლით გაივსო.

ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ, დაშავებული ცოცხალია, თუმცა მთელი ტანით მიწაშია მოყოლილი.

ტეგები