გახოკიძის ქუჩაზე დაშავებული მუშა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2018 18:23
გახოკიძის ქუჩაზე დაშავებული მუშა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოების დროს დაშავებული მამაკაცი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გავრცელებული ინფორმაციით, სამაშველო სამუშაოები ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკომუნიკაციო ჭაში GWP-ის თანამშრომელი ჩავარდა, რომელიც წყლით იყო სავსე.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, სამუშაოებს ადგილზე კომპანია GWP აწარმოებდა.

ცნობისთვის, ერთი საათის წინ, აკაკი გახოკიძის ქუჩაზე გზის სარემონტო სამუშაოებისას მიწა ჩამოიშალა და მუშა დაშავდა.

ტეგები