ავღანეთში აფეთქებას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2018 19:18
ავღანეთში აფეთქებას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთში, ნანგაჰარის პროვინციაში მომხდარ მორიგ აფეთქებას სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა, 49 კი დაშავდა. ამჟამად ტერორისტების სამიზნე ქალაქი ჯალალაბადი გახდა. ამის შესახებ Business Standard-ი წერს.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმკვლელმა ტერორისტმა აამოქმედა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ტეგები