18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
ამობეჭდვა · 17 / 06 / 2018 21:40
18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მარტოს გაგიჭირდებათ ვალდებულებებთან გამკლავება. დაიხმარეთ ერთგული და გამოცდილი ადამიანები. ყურადღება გმართებთ საბუთებთან მუშაობისას. დააკვირდით დეტალებს.

კურო
ნუ გაართულებთ ურთიერთობას კოლეგებთან, პარტნიორებთან. მოსალოდნელია მივლინება, საქმიანი შეხვედრები. გამონახეთ დრო მსუბუქი ვარჯიშისთვის.

ტყუპი
მცირე უსიამოვნებაც კი დაუშვებელია გარშემო მყოფებთან. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ეცადეთ, კოლეგების, უფროსის კეთილგანწყობა დაიმსახუროთ.

კირჩხიბი
საქმიანი შეხვედრებისა და მიმოსვლების დღე გელით. იყავით დაკვირვებული, ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო. ეცადეთ, საღამოს საოჯახო ვახშამზე არ დააგვიანოთ.

ლომი
წარმოადგინეთ ახალი პროექტები. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. კარგი დღეა შეხვედრების, კონფერენციებისა და მოლაპარაკებებისთვის. ეცადეთ, ყველა საქმიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ.

ქალწული
დილიდან ჩამოწერეთ საქმეების სია. სწორად დაგეგმეთ თითოეული შეხვედრა, პრეზენტაცია. გაითვალისწინეთ მინუს-პლუსები. ზოგიერთს სტატუსის ამაღლება ელის, ზოგს - მსხვილი შენაძენი.

სასწორი
დღეს ყველა საქმე საუკეთესოდ უნდა განახორციელოთ. ამისათვის, მაქსიმალური მონდომება და დაკვირვება გმართებთ. გავლენიანი ადამიანის მფარველობით მოაგვარებთ უსიამოვნებებს და ახალ პროექტებზე დაიწყებთ მუშაობას.

მორიელი
ნუ ენდობით ლამაზ სიტყვებს, გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია და ადამიანი, ვისთანაც დღეს მოგიწევთ მუშაობა. ზოგიერთს საზღვარგარეთ შესთავაზებენ მუშაობას, შვებულების გატარებას.

მშვილდოსანი
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები და ეცადეთ, ფულის გამო არ გაიფუჭოთ დამოკიდებულება მეგობრებთან, პარტნიორებთან. მეტი დრო დაუთმეთ მეუღლესთან ურთიერთობის გაუმჯობესებას.

თხის რქა
დამატებითი ვალდებულებებისა და სამუშაოს შესრულება მოგიწევთ. დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ პროფესიონალიზმი. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
მოგების, წარმატების დღეა. განსაკუთრებით პოზიტივი ელით მათ, ვინც მოგზაურობს, ისვენებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან, ჯანმრთელობა.

თევზები
საშუალება მოგეცემათ გაიუმჯობესოთ საცხოვრებელი პირობები, ურთიერთობა უფროსთან, საყვარელ ადამიანთან. სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ სასურველის მიღება.

ტეგები