მინი ფეხბურთში „მთაწმინდის თასი 2018“ გაიმართა
ამობეჭდვა · 18 / 06 / 2018 12:26
მინი ფეხბურთში „მთაწმინდის თასი 2018“ გაიმართა

მთაწმინდის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შორის მინი ფეხბურთში ორდღიანი ტურნირი -„მთაწმინდის თასი 2018“ ჩატარდა.

ტურნირში მონაწილე რვა გუნდიდან საპრიზო ადგილები სამმა გუნდმა გაინაწილა. ნახევარფინალური და ფინალური თამაშების შედეგად I ადგილი „ვერა“-მ მოიპოვა, II და III პოზიციებზე კი „სოლოლაკი“ და „ოქროყანა“ გავიდნენ.

გამარჯვებულ გუნდს მთაწმინდის თასი გადაეცა. ტურნირის საპრიზო ადგილებზე გასულებს, ასევე, მედლები და სავაჭრო ცენტრის ვაუჩერები დაურიგდათ

ტეგები