მძღოლმა გონება დაკარგა - ავტობუსი მგზავრებმა გააჩერეს (ვიდეო)
ამობეჭდვა · 18 / 06 / 2018 13:19
მძღოლმა გონება დაკარგა - ავტობუსი მგზავრებმა გააჩერეს (ვიდეო)

ჩინეთში, სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა სატრანსპორტო საშუალების მართვისას გონება დაკარგა. იქვე მდგომი მგზავრები არ დაიბნენ, ერთი კაცი საჭეს მიუჯდა და ავტობუსი გააჩერა, მეორემ კი მძღოლს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწია. ინციდენტი ავტობუსში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა.

შემთხვევას ავტობუსში მყოფი 30 მგზავრი უვნებლად გადაურჩა. მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

ტეგები