ბერი ნიკოლოზი - "ერის გა­დამ­რჩე­ნელი", რომალსაც მღვდელმსახურება აკრძალული აქვს
ამობეჭდვა · 18 / 06 / 2018 14:50
ბერი ნიკოლოზი - "ერის გა­დამ­რჩე­ნელი", რომალსაც მღვდელმსახურება აკრძალული აქვს

ბერი ნიკოლოზი (მა­ქა­რაშ­ვი­ლი), რომალსაც მისი მრევლი "ერის გა­დამ­რჩე­ნელისა" და ამ სა­უ­კუ­ნე­ში მცხოვ­რებ "ნამ­დვილ წმინ­დანს" უწო­დებს,  მღვდელმსახურება აკრძალული აქვს.  

მისი მიმდევრები თბი­ლის­ში ორ ად­გი­ლას იკ­რი­ბე­ბიან სა­ლო­ცა­ვად: გამ­რე­კე­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თვის წინ ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვი­ლი ცხოვ­რობ­და და ბარ­ნო­ვის ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ, სა­დაც ის დღეს ცხოვ­რობს.

ჯვრე­ბით გა­ფორ­მე­ბუ­ლი სახ­ლის აი­ვა­ნი და სახ­ლის კარ­ზე წარ­წე­რა ‘’მეფე’’ - ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ნი­კო­ლოზ მა­ქა­რაშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე. რო­გორც მისი მიმ­დევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, დუპ­ლექ­სის ტი­პის სახ­ლი სუ­ლი­ერ მო­ძღვარს მრევ­ლის წევ­რმა აჩუ­ქა. კე­კე­ლი­ძის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რედ, ბარ­ნო­ვის ხიდ­ზე, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ბერი ნი­კო­ლო­ზის მრევ­ლის წევ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან, დაჩოქილები ლო­ცუ­ლო­ბენ და მის გა­მო­ჩე­ნას ელო­დე­ბი­ან.

ბერს მღვდელმსა­ხუ­რე­ბა 20 წლის წინ შე­უ­წყდა, რისი მი­ზე­ზიც მისი სა­სუ­ლი­ე­რო სწავ­ლე­ბა გახ­და.


 

ტეგები