საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 21 ივნისს გაიმართება
ამობეჭდვა · 18 / 06 / 2018 20:35
საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა 21 ივნისს გაიმართება

საპატრიარქოში, წმინდა სინოდის სხდომა 21 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება. სხდომას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უხელმძღვანელებს.

შეხვედრაზე ბოლო პერიოდში დაგროვილ, ეკლესიისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდის სხდომა წელიწადში ორჯერ ტარდება. გასულ წელს სინოდის სხდომა 9 მარტსა და 11 ოქტომბერს გაიმართა.

ტეგები