დუშეთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა
ამობეჭდვა · 18 / 06 / 2018 21:03
დუშეთში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები დაიტბორა

დუშეთის რაიონში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ქუჩები და საცხოვრებელი სახლების სარდაფები. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ადგილზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტიქიის გამო, უწყებაში 22 შეტყობინება შევიდა.


 

ტეგები