უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა - შს სამინისტროს განცხადება
ამობეჭდვა · 18 / 06 / 2018 21:42
უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა - შს სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

უწყების ცნობით, საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება.
 

ტეგები