ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა - დავით სერგეენკო
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2018 10:38
ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა - დავით სერგეენკო

ნუ ჩამომართმევთ საკითხის მსუბუქად წარმოჩენაში, მაგრამ ჩემი სურვილი ყოველთვის იყო ექიმობა და არა პოლიტიკოსობა, როგორც 2012-ში ასევე 2018-ში“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა, სადაც დღეს მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

კითხვაზე, დარჩება თუ არა მთავრობის ახალ შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერობის კანდიდატი სამ კვირაში წარადგენს, სერგეენკო აცხადებს, რომ ამ საკითხზე გუნდში კონსულტაციები მიმდინარეობს.

„განახლებული გუნდის შემადგენლობაზე, რომელიც სამ კვირაში წარდგება პარლამენტის წინაშე, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ გუნდში არის კონსულტაციები და ჩართული ვარ ამ კონსულტაციებში. დამერწმუნეთ, ღრმად ვაცნობიერებ, რომ ეს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია და მათი ინტერესი რელევანტურია. თუმცა ყველაფერს თავის წესი აქვს და ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრს უნდა მივცეთ პირველი სიტყვის თქმის უფლება ახალ მთავრობაში“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ტეგები