ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2018 10:55
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა

ზუგდიდში ძმამ 35 წლის და დაჭრა. ქალს ჭრილობა დანით აქვს მიყენებული. ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც საავადმყოფოს მენეჯერმა ნიკა ჭეჟიამ imedinews-ს განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დაკვირვების მიზნით, საავადმყოფოში რჩება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 11 პრიმა 117 მუხლით, რაც ოჯახური ძალადობით გამოწვეულ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

საქმეში სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

ტეგები