მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება - დავით ზალკალიანი
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2018 13:02
მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება - დავით ზალკალიანი

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ბრიუსელის ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება.
 
სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი დაინტერესდა, ნატო-ს სამიტის წინ, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლა რა გავლენას მოახდენს ქვეყნის ამოცანებზე.
 
ზალკალიანის თქმით, ბრიუსელის სამიტი ისტორიულია, რადგან ნატო-საქართველოს კომისიის დაფუძნებიდან ათი წელი გადის. მინისტრობის კანდიდატი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, ნატო-ს სამიტი საქართველოსთვის ხელშესახები შედეგებით დასრულდეს.
 
როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ყველა შეხვედრა და ფორმატი იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ სამიტის გადაწყვეტილებაში საქართველოში არსებული რეალობა ადეკვატურად იყოს ასახული.
 
„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ნატო-ს სამიტზე ხელშესახები შედეგები ექნება”, – განაცხადა ზალკალიანმა.
 
საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს უსმენენ.

ტეგები