ქალბატონი თეა არის წარმატებული მინისტრი, რომელმაც ქვეყანისთვის ფასდაუდებელი სამუშაოები გაწია - ვანო ზარდიაშვილი
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2018 14:29
ქალბატონი თეა არის წარმატებული მინისტრი, რომელმაც ქვეყანისთვის ფასდაუდებელი სამუშაოები გაწია - ვანო ზარდიაშვილი

უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, თეა წულიკიანს მადლობას უხდის.

"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისთვის; ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისთვის; აღსრულების ახალი კანონისთვის; სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული ცვლილებებისთვის; დასკვნით ფაზაშია გადახდისუუნარობის ახალი კანონისთვის და სხვა უამრავი საკანონმდებლო ცვლილებისთვის რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს ქალბატონი თეას ხელმძღვანელობით. ვისურვებდი, რომ მისნაირ მინისტრებს კიდევ დიდხანს ქონდეთ უანგაროდ და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მუშაობის საშუალება. ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც დაცლილი არიან სახელმწიფოებრივი ხედვებისგან ვერც კი ხვდებიან როგორი არაჯანსაღია მათი მოთხოვნა იუსტიციის მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით", - განაცხადა ზარდიაშვილმა.

ტეგები