სუბელიანს და ახობაძეს წულუკინისთვის და გახარიასთვის შეკითხვის დასმის უფლება არ მისცეს
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2018 16:44
სუბელიანს და ახობაძეს წულუკინისთვის და გახარიასთვის შეკითხვის დასმის უფლება არ მისცეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ პროექტის მენეჯერს, ანა სუბელიანს და იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელს, თამაზ ახობაძეს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე კითხვის დასმის უფლება არ მისცეს.

იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, თამაზ ახობაძე აცხადებს, რომ იუსტიციის სამინისტრო სასამართლოების გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

„ჩვენი შეკითხვა მდგომარეობდა იმაში, თუ რატომ თვლის თეა წულუკიანი, რომ სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება მან დაბლოკოს, შეისწავლოს, სხვანაირი ინტერპრეტაცია მისცეს და ბოლოს, არ შეასრულოს,“ - განაცხადა ახობაძემ.

ტეგები