ალადაშვილის კლინიკაში ძმები შეიყვანეს - ერთი გარდაიცვალა, მეორე მძიმედაა
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2018 18:41
ალადაშვილის კლინიკაში ძმები შეიყვანეს - ერთი გარდაიცვალა, მეორე მძიმედაა

ადვოკატ ლალი აფციაურის ინფორმაციით, ალადაშვილის კლინიკაში კლუბური ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ორი ძმა შეიყვანეს, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე პირს, ადვოკატის თქმით, ის მძიმედაა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„მე კლინიკაში ვარ. ჩემი მეგობრის სანახავად მოვედი. ცოტა ხნის წინ ატყდა კივილი. რომ ვიკითხე, ექიმებმა მითხრეს, რომ ორი ძმა არის შემოყვანილი ნარკო-კომით. ერთს გული ვერ აუმუშავეს და გარდაიცვალა, მეორე მძიმედაა“, - განაცხადა აფციაურმა.

კლინიკაში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილს ძალადობის ნიშნები არ აღინიშნება.