თამარ ჩუგოშვილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ელჩებს შეხვდა
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2018 21:58
თამარ ჩუგოშვილი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ელჩებს შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ( ეუთო) ელჩებს შეხვდა.
 
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსათვის ეუთოს მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
 
თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, ეუთოს ელჩების ვიზიტს დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგან ამ შემადგელობით ეუთოს დელეგაცია უკვე ათი წელია საქართველოში არ ყოფილა.
 
„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, რადგან 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შემდეგ, ამ შემადგენლობით ეუთოს დელეგაციის საქართველოში არ ყოფილა.  ამ ვიზიტით ეუთო აფიქსირებს თავის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის  მიმართ. დელეგაციის წევრები დაინტერესდნენ თუ როგორ ვითარდება საქართველოში დემოკრატია, ეკონომიკა, განათლების სისტემა და სხვა სფეროები“,-განაცხადა შეხვედრის კომენტირებისა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ. 
 
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ელჩებთან შეხვედრას ქართული მხრიდან ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები: გიორგი ვოლსკი, სოფიო ქაცარავა, გიორგი წერეთელი და ირაკლი ბერაია.

ტეგები