პირადობის მოწმობის სერიიდან 666 ადეიშვილმა ამოიღო - თეა წულუკიანი
ამობეჭდვა · 19 / 06 / 2018 22:58
პირადობის მოწმობის სერიიდან 666 ადეიშვილმა ამოიღო - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, პირადობის მოწმობების სერიიდან სამი ექვსიანი იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ამოიღო და არა მან, როგორც ეს ევროპული საქართველოს ერთ-ერთ წევს, ოთარ კახიძეს ჰგონია. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

„666 2011 წელს ამოიღო მისმა (ოთარ კახიძის) მოსაწონმა განათლებულმა მინისტრმა ადეიშვილმა. რატომ არის ეს ცუდი გადაწყვეტილება, არ ვიცი. მოქალაქეებს არ მოსწონთ ეს 666 და ადეიშვილმა ერთხელ ოდესღაც დაუჯერა საკუთარ მოქალაქეებს, მაგრამ ოთარ კახიძემ ესეც არ იცის, რომ ეს ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება არ არის და ამას მითვლის იმ „ათპუნქტიან მარცხთა სიაში“, - აცხადებს წულუკიანი.

დღეს პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წარდგენისას, პრემიერმინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძეს ევროპული საქართველოს წევრმა ოთო კახიძემ 10 მიზეზი დაუსახელა, რატომ არ უნდა იყოს მის კაბინეტში თეა წულუკიანი. ერთ-ერთი მიზეზად მან სწორედ წულუკიანის შეუფერებელი დიპლომი დაასახელა.

საპარლამენტო კომიტეტებმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ მამუკა ბახტაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ მინისტრობის კანდიდატურებს მხარდაჭერა გამოუცხადეს. პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ გუნდით, რომელთან ერთადაც პასუხისმგებლობას აიღებს ახალ სამთავრობო გეგმაზე, პარლამენტის წინაშე ორ კვირაში წარდგება.

20 ივნისს ქუთაისში პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა. 

ტეგები