მთაწმინდის გამგეობის ინიციატივით, ბაზალეთში სპორტულ-ინტელექტუალური თამაში "მეკობრეები" გაიმართა
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2018 14:36
მთაწმინდის გამგეობის ინიციატივით, ბაზალეთში სპორტულ-ინტელექტუალური თამაში "მეკობრეები" გაიმართა

მთაწმინდის გამგეობა რაიონში მცხოვრები მოზარდების სპორტულ-ინტელექტუალურ აქტივობებში ჩართულობისთვის და მათ შორის კომუნიკაციის გაღრმავებისთვის შესაბამისი ღონისძიებების ორგანიზებას განაგრძობს. მორიგი ღონისძიება, სახელწოდებით „მეკობრეები“, ბაზალეთში გაიმართა.

თამაშში რაიონის საჯარო სკოლების 100-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

პროექტის პრინციპიდან გამომდინარე, მოთამაშეები „ზღვის ნაპირზე“ იმყოფებიან, ჰყავთ ვირტუალური გემი და უწევთ სხვადასხვა გუნდური დავალების შესრულება. თამაშის პირველ ეტაპზე, გუნდების მიზანია პირველებმა მიაღწიონ კუნძულამდე, სადაც განძის საპოვნელ რუკას მიიღებენ. მეორე ეტაპზე გუნდები უკვე რეალურ დროსა და სივრცეში იწყებენ განძის ძიებას, რომელიც „ცხა კლიტითაა“ დაცული და სათამაშო ტერიტორიაზეა დამალული. რუკაზე მონიშნულია ცხრა წერტილი, სადაც კლიტეების გასაღებებია დამალული. მონაწილეები ცდილობენ, რაც შეიძლება სწრაფად იპოვონ აღნიშნულ ადგილებში დამალული გასაღებები და მოიპოვონ განძი.

ტეგები