გიორგი შენგელაიას ფონდმა „ქართუ“-მ დახმარება მოუხსნა?
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2018 16:26
გიორგი შენგელაიას ფონდმა „ქართუ“-მ დახმარება მოუხსნა?

რეჟისორ გიორგი შენგელაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილზე ტვ „იბერიის“ ეთერში მისი კრიტიკული განცხადების შემდეგ, ფონდის დირექტორი დაუკავშირდა და უთხრა, რომ დახმარება მოუხსნეს. ამის შესახებ შენგელაიამ „პირველ რაიდოსთან“ განაცხადა.

„ჩემი გამოსვლის მერე, სადაც მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი უკითხავი კაცია-მეთქი, სხვა არაფერი სალანძღავი სიტყვა არ გამომიყენებია. დამირეკა ვინმე ჩხეტიანმა, ეს არის „ქართუს“ ფონდის მმართველი თუ თავმჯდომარე და მითხრა ეგეთი რამე - ბატონო გიორგი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მოგხსნათ სტიპენდიიდან. პირდაპირ თქვა ჩხეტიანმა, რაც დაწერეთ, ეს ჩვენთვის მიუღებელიაო. მე ვუთხარი, ძალიან სასიამოვნოა-მეთქი. მე ვუთხარი, რომ ამას მივიღებ მხოლოდ იმის მერე, რაც ოფიციალურ წერილს გამომიგზავნით-მეთქი. ჯერჯერობით, წერილი არ მოსულა. შეიძლება, გადაიფიქრეს, რაც მე მეეჭვება იმიტომ, რომ ის საშინელი ჯიუტი კაცია. თუ რამეს უბრძანებს ვინმეს, შემსრულებლები გააკეთებენ. მე ამ ქაღალდს რომ მივიღებ, შევისწავლი ამ ფონდის დებულებას და შეიძლება არის რაღაც მითითებები. ყოველ შემთხვევაში, ამ წლის კონტრაქტს ვერ გამიუქმებს . ეს არის ყოველწლიური ხელშეკრულება, ყოველ წელს აგრძელებენ და ამას ვერ გამიუქმებს." - განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

ტეგები