მოუხსნეს თუ არა გიორგი შენგელაიას ფულადი დახმარება - ფონდი „ქართუ“-ს განმარტება
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2018 16:32
მოუხსნეს თუ არა გიორგი შენგელაიას ფულადი დახმარება - ფონდი „ქართუ“-ს განმარტება

„ქართუ ჯგუფის" დირექტორი, ნიკოლოზ ჩხეტიანი აცხადებს, რომ გიორგი შენგელაიასთვის ფონდს ფულადი დახმარება არ მოუხსნია და ამის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაციას „ლიბერალი“ ავრცელებს.

.„ცნობა გ. შენგელაიასთვის ფულადი დახმარების მოხსნის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს. გ. შენგელაია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში იღებს ფონდი „ქართუსგან“ სოლიდურ ფულად დახმარებას.“ - განაცხადა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შენგელაიას თქმით, ბიძინა ივანიშვილზე ტვ „იბერიის“ ეთერში მისი კრიტიკული განცხადების შემდეგ, ფონდის დირექტორი დაუკავშირდა და უთხრა, რომ დახმარება მოუხსნეს. 

ტეგები