ინტერნეტ სივრცეში ახალი სახიფათო თამაში გამოჩნდა
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2018 18:04
ინტერნეტ სივრცეში ახალი სახიფათო თამაში გამოჩნდა

ინტერნეტ სივრცეში ახალი სახიფათო თამაში გამოჩნდა. „მარიამი“ - ასე ჰქვია საუდის არაბეთის მოქალაქის, სალმან ალ ჰარბის მიერ შექმნილ თამაშს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ახალგაზრდებში. ამის შესახებ „პრაიმტაიმი“ წერს.

ცოტა ხნის წინ, დუბაიას პოლიციამ ოფიციალურად მოუწოდა მშობლებს, არ დაუშვან შვილები აღნიშნულ თამაშთან, ვინაიდან „ის იმაზე მეტად სახიფათოა, ვიდრე ეს წარმოგიდგენიათ“.

თურქეთში კი, ანკარას სასამართლოს გადაწყვეტილებით ინტერნეტ თამაში „მარიამი“ ოფიციალურად აიკრძალა. თურქი სპეციალისტები ამბობენ, რომ „აღნიშნულ თამაშს თავისუფლად შეუძლია მოზარდი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს, არამხოლოდ თამაშის პროცესში, არამედ დროის ხანგრძლივი მონაკვეთის შემდეგაც, ვინადან მიღებული სტრესი ხშირად თავს მოგავინებით იჩენს ხოლმე“.

რაც შეეხება თამაშის პრინციპს. ცნობილია, რომ „9 წლის გოგონა სახელად „მარიამი“ მომხმარებელს ჯერ ხმის მიცემას სთხოვს, შემდეგ ეტაპზე კი საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მათ შორის მისი და მისი ოჯახის, ასევე მეზობლების ვინაობას, „ფეისბიქისა“ და სხვა სოციალური ქსელების პარამეტრებს“.

შემდეგ ეტაპზე კი მოზარდს დამაშინებელი ხმის ეფექტებით და ვიზუალური საშუალებებით ეგზავნება ფსიქოლოგიური ზეწოლის, მუქარისა და რიგ შემთხვევაში შოკის მომგვრელი მასალები, რაც მათში ძლიერ სტრესს იწვევს.

რამდენიმე ქვეყანაში, მოზარდების თვითმკვლელობის საქმეები უკვე დაუკავშირეს ზემოხსენებულ თამაშს.


 

ტეგები