ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა პარლამენტმა უფრო ეფექტიანად განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ფუნქცია
ამობეჭდვა · 20 / 06 / 2018 22:29
ირაკლი კობახიძე:  ჩვენი ამოცანაა პარლამენტმა უფრო ეფექტიანად განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ფუნქცია

„უამრავი ცვლილება შედის საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომლის მიზანი არის პარლამენტის, როგორც ინსტიტუტის გაძლიერება, მისი ფუნქციური გაძლიერება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ცვლილებების მომზადების პროცესში, განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციებს დაეთმო.

„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ პარლამენტმა უფრო ეფექტიანად განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლების ზედამხედველობის ფუნქცია და ეს ყველაფერი არის ასახული რეგლამენტის ახალ პროექტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტეგები