ტრაგიკული შემთხვევა აფხაზეთში - ზღვაში ორი სტუდენტი დაიხრჩო
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2018 10:31
ტრაგიკული შემთხვევა აფხაზეთში - ზღვაში ორი სტუდენტი დაიხრჩო

დღეს დილით ოკუპირებულ აფხაზეთში, 20 ივნისს დაკარგული სტუდენტების ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. საგნგებო სიტუაციათა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ახალგაზრდები დაიხრჩვნენ. მათი ცხედრები დილით იპოვეს, იქ სადაც მდინარე კელასური ზღვას უერთდება“, - განაცხადა ე.წ. უწყების ხელმძღვანელმა მიზან ლომიამ.

სტუდენტების სამძებრო სამუშაო 20 ივნისიდან მიმდინარეობდა.

ტეგები