კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულმა საპატიმრო დატოვეს
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2018 14:58
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულმა საპატიმრო დატოვეს

კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულმა საერთაშორისო კატეგორიის მსაჯმა ზაზა მაჩალაძემ და საკალათბურთო კლუბ“ სოხუმის“ მწვრთნელებმა ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა 6 თვიანი სასჯელის მოხდის შემდეგ საპატიმრო დღეს დატოვეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსი" წერს.

საპატიმრო სასჯელის მოხდის მიუხედავად, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი და „სოხუმის“ მწვრთვნელები კვლავ მსჯავრდებულები არიან. მათ 6 თვიანი რეალური სასჯელის შემდეგ ერთწლიანი პირობითი მსჯავრი უნდა მოიხადონ.

გარიგებული მატჩების საქმეზე კალათბურთის მსაჯები და საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. საერთო ჯამში, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე აყვანილი იყო 5 პირი. გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე მატჩის ჩაწყობის შედეგად ბრალდებულებმა ჯამში 36 ათასი ლარი მიიღეს. დაკავებული 5 პირიდან 2-მა - ირაკლი და დავით ბერიშვილებმა ბრალი აღიარეს და გამოძიებასთან ითანამშრომლეს. მათ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ხოლო დანარჩენ სამ ბრალდებულს პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ტეგები