დის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2018 15:09
დის დაჭრაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დის დაჭრალი ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების გულისხმობს. ამის შესახებ "იმედინიუსი" წერს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ქალი საკუთარმა ძმამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბლაგვი საგნით, 19 ივნისს დადიანების მუზეუმის ეზოში დაჭრა. მას გულმკერდის და მხრის არეში ორი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

არსებული ინფორმაციით, და-ძმას შორის შელაპარაკება ქალის მიერ აღებული ვალს უკავშირდებოდა, რომლის შესახებაც ოჯახში არაფერი იცოდნენ.

ტეგები