„რვეული თქვენთან იყოს... აფხაზეთში მივდივარ და საზღვარზე ქართული ნაწერის გადატანა აკრძალულიაო“ - აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლის ისტორია
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2018 16:22
„რვეული თქვენთან იყოს... აფხაზეთში მივდივარ და საზღვარზე ქართული ნაწერის გადატანა აკრძალულიაო“ - აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლის ისტორია

ქართველი პედაგოგი ნანა ფიფია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები მოსწავლის ისტორიას ფეისბუკზე აქვეყნებს:

„ეს თამთაა, ჩემი მოსწავლე, რომელმაც სკოლა აფხაზეთში დაამთავრა, რუსულ ენაზე... ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო პროგრამას ზუგდიდში გაეცნო. ბევრი იშრომა. მისთვის ხომ - ,,შოთა, ილია, აკაკი, ვაჟა და .......'' სრულიად უცნობები იყვნენ. გამოუვიდა. რუსული კილო შეპარვია მის მეტყველებას და როცა ანთებული თვალებით ქართველ მწერლებზე საუბრობს, მე მტკივა...

მთელი წლის განმავლობაში საზღვართან იდგა, გადადიოდა-გადმოდიოდა... თემა გავუსწორე და რვეული მივაწოდე.

- მას, დღეს ამ რვეულს ვერ წავიღებ, თქვენთან იყოს. აქედან პირდაპირ აფხაზეთში მივდივარ და საზღვარზე ქართული ნაწერის გადატანა აკრძალულია...

ჩემი საქართველო ეს არის!“- წერს ნანა ფიფია.

წყარო: ნიუპოსტი

ტეგები