ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და აღიაროს, რომ "ციანიდის საქმესთან" მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა - მეუფე პეტრე
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2018 15:30
ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და აღიაროს, რომ "ციანიდის საქმესთან" მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა - მეუფე პეტრე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას განცხადებით, ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, აღიაროს, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან მიმართებაში ცოდვა ჩაიდინა.  ამის შესახებ 1tv.ge  წერს.

მისი თქმით, დღეს გამართულ სინოდის სხდომაზე აღნიშნული საკითხი ზოგადად იქნა განხილული.

„ეს საკითხი ზოგადად იყო განხილული, კონკრეტულად არა. განხილული იქნა იმ კონტექსტში, რომ ხელისუფლებამ უნდა შეძლოს, აღიაროს, რომ ცოდვა ჩაიდინა ციანიდის საქმესთან მიმართებაში“, – განაცხადა მეუფემ პეტრემ.

კითხვაზე – დაუშვა თუ არა შეცდომა ხელისუფლებამ, მეუფემ აღნიშნა, რომ – „ეს იყო ბოროტება და უნდა მოინანიოს“.

წმინდა სინოდის სხდომა წელს პირველად ჩატარდა.

რაც შეეხება ე.წ. ციანიდის საქმეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებისთვის დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

ტეგები