დიდუბის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2018 17:35
დიდუბის რაიონში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

დიდუბესა და დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-4 და მე-5 კორპუსებთან, პაიჭაძის ქუჩის N1-ში, ასევე, დიღმის მასივის მე-5 კვარტლის მე-20 კორპუსთან და წერეთლის გამზირის N59, N61-სა და N63-ში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება უკვე დასრულდა. კონტრაქტორმა კომპანიამ მოაწესრიგა, როგორც სამანქანო გზა, ასევე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები და ბორდიური.

ამ ეტაპზე, ბორდიურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს ჭიაურელის ქუჩის გასასვლელში, სადაც დიდუბის რაიონის გამგეობამ მოსახლეობის მოთხოვნით, სანიაღვრე ქსელი მოაწყო. დიდუბის რაიონში, ასევე, მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები წერეთლის გამზირის N1 კორპუსთან და ტერევერკოს შესახვევში მიმდინარეობს, რამდენიმე მისამართზე კი, უკვე დასრულდა.

მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგების შემდგომ, დიდუბის რაიონის გამგეობა ყველა მისამართზე ასფალტის საფარს ეტაპობრივად დააგებს.

ტეგები