"მედოლგარმონეებს ცალკე გამომცდელები ეყოლებათ, მეგიტარეებს სხვა ხო?" - ალეკო ელისაშვილი
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2018 17:58
"მედოლგარმონეებს ცალკე გამომცდელები ეყოლებათ, მეგიტარეებს სხვა ხო?" - ალეკო ელისაშვილი

თბილისის მერობის ყოფილი კანდიდატი, ალექსანდრე ელისაშვილი სოციალურ ქსელში ქუჩის მუსიკოსებზე ლიცენზიების შესაძლო გაცემის თემას ეხმაურება.

"რას არ გაიგებ ! ანუ ქუჩის მუსიკოსებზე ლიცენზიების გამცემი სამსახურიც უნდა შეიქმნას ხო? ერთი 20 კაცი დასაქმდება კიდე მერიაში დამატებით. და კიდევ რა მაინტერესებს - ლიცენზიის პირობები რა იქნება - მედოლგარმონეებს ცალკე გამომცდელები ეყოლებათ, მეგიტარეებს სხვა ხო? თბილისის მერიაში ცისფერი მთებია გაქანებული. შაბიამნის პარტიას რომ შეიტანთ კალაძეს სელფის ჩართვა არ დაავიწყდეს, ეგ არ გამოგვაპაროთ", - წერს ელისაშვილი ფეისბუქ გვერდზე.

ტეგები