ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2018 18:27
ივლისიდან მეხანძრე-მაშველებს ხელფასი 20%-ით გაეზრდებათ

პირველი ივლისიდან მეხანძრე-მაშველების ხელფასი 20 პროცენტით გაიზრდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი წერს. ანაზღაურება მიმდინარე წლის პირველი ივლისიდან იზრდება.

მისივე თქმით, მეხანძრე-მაშველების ხელფასების ზრდა ეტაპობრივად გაგრძელდება.

ხელფასების ზრდის შესახებ განცხადება, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, საქართველოს პარლამენტში, მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას გააკეთა.

ტეგები