" რა გინდათ ქუჩის მუსიკოსებისგან?! თქვენ არჩენთ?! ჯერ არნახული რეგვენების ხელშია ქვეყანა" - ირინა სარიშვილი
ამობეჭდვა · 21 / 06 / 2018 18:36
" რა გინდათ ქუჩის მუსიკოსებისგან?! თქვენ არჩენთ?! ჯერ არნახული რეგვენების ხელშია ქვეყანა" - ირინა სარიშვილი

ყოფილი პოლიტიკოსი, ირინა სარიშვილი ქუჩის მუსიკოსებისთვის რეგულაციების შესაძლო დაწესების საკითხს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ქუჩის მუსიკოსებს დოკუმენტი დასჭირდებათ რომ დაკვრა და სიმღერა შეძლონო.
ეგ დოკუმენტი იმათ მოთხოვეთ ვინც სცენაზე მღერის, რა გინდათ ქუჩის მუსიკოსებისგან?! თქვენ არჩენთ?!
ჯერ არნახული და არსმენილი რეგვენების ხელშია ქვეყანა", - წერს სარიშვილი

ტეგები