პარლამენტის კომისია მოკლული მოზარდების მშობლებს უსმენს
ამობეჭდვა · 22 / 06 / 2018 11:59
პარლამენტის კომისია მოკლული მოზარდების მშობლებს უსმენს

პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მე-3 სხდომა მიმდინარეობს. კომისია მოკლული მოზარდების მშობლებს უსმენს.
 
სხდომაზე მიწვეული არიან მათი ადვოკატებიც.
 
კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძის თქმით, წევრები გამართავენ შეხვედრებს პენიტენციურ დაწესებულებაში, შეხვდებიან მოწმეებს.
 
კომისიაში გადაგზავნილია საქმის მასალები სასამართლოდან და შინაგან საქმეთა სამინისტროდან. იგეგმება გამოკითხვა პროკურორების და მოწმეების, ასევე ყოფილი მთავარი პროკურორის, იუსტიციის და შინაგან საქმეთა მინისტრების.
 
კომისიას საქმიანობისთვის 3 თვე აქვს. უფლებამოსილების ვადის გაგრძელება 1-1 თვით 3-ჯერ შეიძლება.

ტეგები