"საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება" - "გირჩის" ლიდერის სასამართლო პროცესი გაიმართა
ამობეჭდვა · 22 / 06 / 2018 16:21
"საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება" - "გირჩის" ლიდერის სასამართლო პროცესი გაიმართა

საქალაქო სასამართლოში „გირჩის“ ლიდერის სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ზურა ჯაფარიძის წინააღდეგ 173-ე მუხლით შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილეს, რომელიც პოლიციის დაუმორჩილებლობას ან სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს. საქმე ეხება 12 მაისის აქციაზე მის დაკავებას.

ადვოკატის განმარტებით, მსგავსი ქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს და მიაჩნია, რომ საქმის განხილვა უნდა შეწყდეს.

დაცვის მხარემ მოსამართლის აცილებაც მოითხოვა, რადგან ცოტა ხნის წინ ზურა ჯაფარიძე ამ მოსამართლემ სხვა საქმეზე უკვე დააჯარიმა 2000 ლარით, თუმცა შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.

„საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, ერთადერთი ინტერვიუ მოიტანეს, გარდა ამისა ორი პოლიციელიც ჩვენება, რომელიც არის დადოკუმენტირებული, სადაც ისინი ზღაპრებს ყვებიან, დაახლოებით, იგივეს, რაც ერთმა პოლიციელმა მოყვა, რომელიც დღეს ბრალმდებლის როლში გამოდის, თითქოს, მე აქციაზე მისვლის მომენტიდან დედის გინებით შევვარდი და უწყვეტად ვაგინებდი პოლიციელებს. მიუხედავად მრავალჯერ გაფრთხილებისა, არ გავჩერდი და შემდეგ ჩემი დაკავება მოხდა, მიუხედავად იმისა, არსებობს უამრავი ვიდეოჩანაწერი, სადაც ვჩანვარ მე და ჩას, როგორ ვიქცევი. არავისთვის არ მიგინებია და ეს ყველაფერი არის ტყუილი,“- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მომდევნო პროცესი დაცვის მხარის 11 მოწმის დაკითხვით გაგრძელდება.

ტეგები