არჩილ თალაკვაძე ზაზა სარალიძეს პასუხობს
ამობეჭდვა · 22 / 06 / 2018 19:19
არჩილ თალაკვაძე ზაზა სარალიძეს პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს პასუხობს.

"კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მწუხარება ამ საშინელი ტრაგედიის გამო და ბატონ ზაზას შევეხმიანო, ვინაიდან პირადად მომმართა. ვწუხვარ, რომ ვერ მოვუსწარი, ვუპასუხებდი კითხვის დასმისას: სამინისტროში ყველა თანამდებობის პირს თავისი განსაზღვრული უფლებამოსილებები და საკურატორო სფერო აქვს. შესაბამისად, ჩემი მუშაობის 2 წლის მანძილზე იქ პასუხისმგებელი ვიყავი პატიმრების სამედიცინო დახმარებაზე, ჩემი მართვის სფერო იყო ჯანდაცვა. თითოეულ საათზე და დღეზე, რომელიც სამინისტროში გავატარე, შემიძლია დეტალურად მოგიყვეთ, რით ვიყავი დაკავებული, რომ შემცირებულიყო სიკვდილიანობა, შემცირებულიყო ტუბერკულოზის გავრცელება და რაც მთავარია, დაწყებულიყო C ჰეპატიტის პროგრამა. შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურის გათვალისწინებით, ცხადია, ხვდებით, მირზა სუბელიანის ან რომელიმე სხვა ჩემი კოლეგის ყოველდღიურ საქმიანობაზე ვერ ვიქნებოდი საქმის კურსში. მესმის, ბევრი პოლიტიკური მესიჯი, მითი და რეალობა ტრიალებს თქვენს გარშემო ამ პერიოდში და მგლოვიარე ადამიანს პოლიტიკა რაში გაინტერესებთ… ზუსტად ამიტომაც შეიქმნა ეს კომისია, რომ საქმის გამოძიებასთან ერთად, იმაზეც გაგეცეთ პასუხები, რა არის ნამდვილი და რა ჭორები", - აცხადებს თალაკვაძე.

ტეგები