კოჯორში, ოდიშელიძის I შესახვევში, გზის კაპიტალური მშენებლობა დასრულდა
ამობეჭდვა · 22 / 06 / 2018 20:27
კოჯორში, ოდიშელიძის I შესახვევში, გზის კაპიტალური მშენებლობა დასრულდა

კოჯორში, ოდიშელიძის I შესახვევში, გზის კაპიტალური მშენებლობა დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო 270 გრძივი მეტრი ბორდიური და 840 კვ.მ-ზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

შესრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის გამგებელი, დავით კირკიტაძე, ინფრასტრუქტურიისა და მშენებლობის მიმართულებით კურატორ მოადგილესთან ერთად გაეცნო.

აღნიშნულ მისამართზე საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 69 000 ლარი დაიხარჯა.

ტეგები