საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი ტრანსპორტი იმოძრავებს
ამობეჭდვა · 23 / 06 / 2018 17:23
საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად დამატებითი ტრანსპორტი იმოძრავებს

2018 წლის ეროვნული გამოცდებისთვის მარშრუტები განისაზღვრა. საგამოცდო ცენტრებში მისასვლელად გამოყოფილი იქნება დამატებითი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტული სამგზავრო საფასურით. ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ცენტრი ავრცელებს.

საგამოცდო ცენტრებთან მისასვლელი მარშრუტები ასე გადანაწილდა.

მეტრო “ახმეტელიდან” მუხიანის დასახლების მიმართულებით ავტობუსები იმოძრავებენ №175 სკოლამდე და ასევე გლდანის მიმართულებით № 177, №173 და №39 სკოლებამდე;

მეტრო “ვარკეთილიდან” №117 სკოლამდე;

მეტრო “სამგორის” ზედა ამოსასვლელიდან №103 საჯარო სკოლამდე; მეტრო დიდუბიდან №147 სკოლამდე.

ტრანსპორტზე მითითებული იქნება დაწესებულების სახელწოდება.

2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები თბილისის მასშტაბით 9 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება.

ქვეყნის მასშტაბით გამოცდას აბიტურიენტები, მასწავლებლები, მასწავლებლობის მსურველები, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეები და მაგისტრობის მსურველები 20 საგამოცდო ცენტრში დაწერენ.

ტეგები