არასრულწლოვნებმა მიუსაფარ კაცს ცეცხლი ვიდეორგოლის გამო წაუკიდეს
ამობეჭდვა · 24 / 06 / 2018 17:37
არასრულწლოვნებმა მიუსაფარ კაცს ცეცხლი ვიდეორგოლის გამო წაუკიდეს

 "ცეცხლოვანი ვიდეორგოლის" გადაღების სურვილით შეპყრობილმა სკოლის მოსწავლეებმა რუსეთში, მიუსაფარი კაცი დაწვეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მოზარდებმა მას საწვავი სითხე გადაასხეს და ცეცხლი წაუკიდეს.

შემთხვევის შედეგად კაცმა სხეულის 60-70%-ის დამწვრობა მიიღო. ის კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა.

ტეგები