მიშელ უელბეკი ქართველ მწერლებს შეხვდა
ამობეჭდვა · 26 / 06 / 2018 10:22
მიშელ უელბეკი ქართველ მწერლებს შეხვდა

ფრანგი მწერალი მიშელ უელბეკი ქართველ მწერლებს შეხვდა. მან სტუმრებს შემოქმედებითი გამოცდილება გაუზიარა და მსმენელთა თხოვნით საკუთარი ლექსიც წაიკითხა.

ღონისძიება ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის ორგანიზებით გაიმართა.

შეხვედრას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პრეზიდენტი იურგენ ბოსიც ესწრებოდა. პროექტის ფარგლებში მიშელ უელბეკი რუსთაველის თეატრში ქართველ მკითხველსაც შეხვდა.

ფრანგი მწერალი საქართველოში 23 ივნისს ჩამოვიდა.

ტეგები