27 ივლისს საუკუნეში ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება იქნება
ამობეჭდვა · 26 / 06 / 2018 18:48
27 ივლისს საუკუნეში ყველაზე ხანგრძლივი მთვარის დაბნელება იქნება

27 ივლისის ღამეს, დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს მცხოვრებლები 21-ე საუკუნეში ყველაზე ხანგრძლივ მთვარის დაბნელებას იხილავენ. ამის შესახებ გამოცემა Businessinsider-ი წერს.

ასტრონომთა განცხადებით, სრული დაბნელება 1 საათსა და 43 წუთს გასტანს, ნაწილობრივი დაბნელება კი 3 საათსა და 55 წუთს. დაბნელება დიდხანს იმიტომ გაგრძელდება, რომ მთვარე გაივლის დედამიწის ჩრდილის ყველაზე ბნელ რეგიონში, რომელსაც უმბრას უწოდებენ და მთვარეს "სისხლიან" ფერს აძლევს.

ტეგები