„ველოდებოდით სიას, რომ დამთავრებულიყო ოსების მიერ ხალხის ჩაგვრა“ - არჩილ ტატუნაშვილის დედა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე
ამობეჭდვა · 26 / 06 / 2018 19:54
„ველოდებოდით სიას, რომ დამთავრებულიყო ოსების მიერ ხალხის ჩაგვრა“ - არჩილ ტატუნაშვილის დედა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე

არჩილ ტატუნაშვილის დედა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" დადებითად აფასებს. რუსუდან ტატუნაშვილი განმარტავს, რომ სიის დამტკიცებას ელოდებოდნენ და აღნიშნული ეს დოკუმენტი სამომავლოდ მსგავს ფაქტებს შეამცირებს. ამის შესახებ ტატუნაშვილის დედამ ტელეკომპანია „იმედთან“ განაცხადა.

„ველოდებოდით სიას, რომ დამთავრებულიყო ოსების მიერ ხალხის ჩაგვრა. ბოლო 50 წელია ასეთი სისასტიკე არ მომხდარა, როგორც ჩემი შვილი აწამეს და მაინც კვირა ისე არ გავა, ვინმე რომ არ გაიტაცონ, მეტწილად ლიახვის ხეობიდან და გამოსასყიდის სანაცვლოდ გაათავისუფლონ ახალგაზრდები. იჭერენ ვითომ საზღვრის გადალახვის გამო, ვითომ უკანონოდ არღვევენ საზღვარს. ამიტომ უნდა გაკეთებულიყო ის, რაც ხელისუფლებამ გააკეთა და ეს ძალიან კარგია. ვიცით ვინც დახვდნენ ჩემს შვილს. ესენი არიან გურწიევი და ტაბოევი. ჩემს შვილს ვერანაირი გამამტყუნებელი საბუთი ვერ დაუდეს. ოსებმა ისეთი სამარცხვინო საქციელი ჩაიდინეს, საუკუნეები დასჭირდებათ ამის ჩამოსარეცხად“.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში 33 პირი მოხვდა. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. სია დროებითმა მთავრობამ დღევანდელ სხდომაზე უკვე დაამტკიცა. ის ახლა პარლამენტში უნდა გადაიგზავნოს.

ტეგები