ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება დიდი ოლიმპიური საცურაო აუზით
ამობეჭდვა · 27 / 06 / 2018 13:16
ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ახალი სპორტული კომპლექსი აშენდება დიდი ოლიმპიური საცურაო აუზით

ზუგდიდის ძველი პარკის ტერიტორიაზე ავაშენებთ ახალ სპორტულ კომპლექსს დიდი ოლიმპიური საცურაო აუზით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ზუგდიდში, მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ერთ-ერთი პირველი ახალი პროექტი, რაც განხორციელდება, არის ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია.

„ვიცი, როგორი განსაკუთრებული ხიბლი ჰქონდა ზუგდიდის ცენტრს. აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი პირველი ახალი პროექტი, რასაც განვახორციელებთ, ეს არის ზუგდიდის ცენტრის რეაბილიტაცია, განახლება, რათა ქალაქს მივცეთ ახალი სიცოცხლე და ის ძველი ისტორიული ხიბლი, რომელიც ასე ჩანს და იგრძნობა ამ გარემოში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, განათლება ქვეყნისა და მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოცხადდა.

„განათლება არ არის მხოლოდ ვიწრო სფერო, ეს არის კულტურისა და სპორტის ერთობლიობა. ეს არის ის სამი მნიშნელოვანი მიმართულება, რომელიც საშუალებას მოგვემს, საქართველოში შევქმნათ ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური კაპიტალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

ტეგები