დეფაქტო და ოკუპანტი რეჟიმის არც ერთ წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის დარჩება დაუსჯელი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო - სოფო კილაძე
ამობეჭდვა · 27 / 06 / 2018 15:58
დეფაქტო და ოკუპანტი რეჟიმის არც ერთ წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის დარჩება დაუსჯელი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო - სოფო კილაძე

დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ ისაუბრა.

მისი თქმით, მთელს საზოგადოებას მოეხსენება, რამდენად რთულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი ეთნიკური ქართველების მდგომარეობა, რომლებიც იმყოფებიან უმძიმეს პირობებში; განიცდიან დისკრიმინაციას, დევნას, წამებას, არასათანადო მოპყრობას და ა.შ.

„ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რომ ეს ადამიანები დავიცვათ და ჩავერიოთ პრევენციულად. დეფაქტო და ოკუპანტი რეჟიმის არც ერთ წარმომადგენელს არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ის დარჩება დაუსჯელი ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. თითოეული მათგანი უნდა დაისაჯოს იმ გატაცების წამების, არასათანადო მოპყრობის, მკვლელობის და სხვა დარღვევებისთვის, რომლებიც მათ ჩაიდინეს და ვფიქრობ, ეს იქნება ჩვენი მოქალაქეების და არამოქალაქეების დაცვის პრევენციული მექანიზმი“- აღნიშნა სოფო კილაძემ.


„ამასთან, მე მრჩება განცდა, რომ ჩვენი ოპოზიცია ჩასაფრებული და დაკავებულია იმით, რომ რაც შეიძლება მეტი ცრუ და ნეგატიური ინფორმაცია გაავრცელოს. ეს ძალიან სამწუხაროა, რადგან ოკუპირებული ტერიტორიები ის საკითხია, რაც მთელს საზოგადოებას უნდა აერთიანებდეს“ -ასე შეაფასა კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციის მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე“ გამოთქმული მოსაზრებები. 

ტეგები