ირაკლი კობახიძის ვიზიტი ვაშინგტონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის - ვანო ზარდიაშვილი
ამობეჭდვა · 28 / 06 / 2018 15:45
ირაკლი კობახიძის ვიზიტი ვაშინგტონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისათვის - ვანო ზარდიაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ვანო ზარდიაშვილი თქმით, პარლამენტის სპიკერის, ირაკლი კობახიძის ვიზიტი ვაშინგტონში არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისათვის.
 
"ჩვენი ხელისუფლების პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობები განსაკუთრებით განმტკიცდა.
 
ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების უპირობო მხარდაჭერა. ეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ვიზიტით, რომელმაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები გამართა, მათ შორის, კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან და იმ კონგრესმენებთან, რომლებიც განსაკუთრებით უჭერენ მხარს საქართველოს.
 
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე".

ტეგები