ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ამობეჭდვა · 28 / 06 / 2018 17:38
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4535 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4535 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4553 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0018 ლარი შეადგინა.
 
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8439 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8575 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0136 ლარი შეადგინა.
 
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.

ტეგები