29, 30 ივნისს და 1 ივლისს თბილისში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება
ამობეჭდვა · 28 / 06 / 2018 18:50
29, 30 ივნისს და 1 ივლისს თბილისში კულტურული და სპორტული ღონისძიებები გაიმართება

თბილისის მერიის პროექტის „თბილისის ცის ქვეშ“ ფარგლებში, 29, 30 ივნისს და 1 ივლისს მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები გაიმართება. 

დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში დაგეგმილ კონცერტებზე, კინოჩვენებებსა და წარმოდგენებზე დასწრება თავისუფალია.

29 ივნისი / პარასკევი

• თოჯინების თეატრის სპექტაკლი „ნაცარქექია“ „თბილისის ცის ქვეშ“ / ვაზისუბნის სკვერი / 18:00 საათი

• თბილისის მერიის „ბიგ ბენდი“ „თბილისის ცის ქვეშ“ / აბანოთუბანი / 19:00 საათი

• ანსამბლი „მზიური“ „თბილისის ცის ქვეშ“ / მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რუსთაველის გამზირზე / 20:00 საათი  

  30 ივნისი / შაბათი

• ფესტივალი "თბი-ლისი" / ლისის ტბა / 16:00 საათი /  ჯგუფი "SALIO”

• ნიაზ დიასამიძის კონცერტი „თბილისის ცის ქვეშ” / ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკი / 19:00 საათი

• FUNDAY PARK - მუსიკალურ-სპორტულ შემეცნებითი ფესტივალი / დიღმის პარკი / 14:00 საათიდან

         სპორტულ-გასართობი ზონა, საბავშვო არემარე, საჯარო ლექციების ბაღი / გამწვანება, ჯანსაღი ცხოვრება, ღია ბიბლიოთეკა, იოგას კუთხე, კონტაქტური ზოოპარკი და კონცერტები: BEDFORD FALLS; MOKU MOKU

 1 ივლისი / კვირა

•   მოძრაობის თეატრის კარნავალი კონკადან რიყემდე / 19:00 საათი

•  ღია კინოთეატრი „თბილისის ცის ქვეშ“  / ვერის ბაღი / 18:00 საათი

•  თბილისური ეზო - გია ყანჩელი / ჯანსუღ კახიძის N10 / 20:00 საათი

•  ახალი დრამის ფესტივალის გახსნა / კინოსტუდია - დიღომი/ 21:00 საათი / "ანტიმედეა" რეჟისორი გურამ მაცხონაშვილი, დრამატურგი ლაშა ბუღაძე

•  FUNDAY PARK -   მუსიკალურ-სპორტულ შემეცნებითი ფესტივალი / დიღმის პარკი / 14:00 საათიდან

სპორტულ-გასართობი ზონა, საბავშვო არემარე, საჯარო ლექციების ბაღი / გამწვანება, ჯანსაღი ცხოვრება, ღია ბიბლიოთეკა, იოგას კუთხე, კონტაქტური ზოოპარკი და კონცერტები: LOUDSPEAKERS, KILLAGES

პლატფორმა „თბილისის ცის ქვეშ“ ყველა დაინტერესებულ პირს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი იდეები ღია ცის ქვეშ ახლებური ხედვით განახორციელოს. პროექტის მიზანია კულტურის საყოველთაო ხელმისაწვდომობა, ქალაქის ცხოვრების გამრავალფეროვნება, გარეუბნებში კულტურული ცხოვრების გააქტიურება, უქმე დღეებში მწვანე სივრცეებში დასვენების კულტურის ჩამოყალიბება, კულტურული და შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, მულტიდისციპლინური პროექტების ხელშეწყობა, ახალი ტალანტების აღმოჩენა და მათი მხარდაჭერა.

პლატფორმა მოიცავს მუსიკალურ კონცერტებს, საგანმანათლებლო ლექციებს, ინფო-ტურებს, ღია კინოჩვენებებს, სხვადასხვა ტიპის გამოფენებს, თეატრალურ წარმოდგენებს, ფესტივალებს და სხვა ღონისძიებებს, რომლებზე დასწრებაც თავისუფალი იქნება.

ტეგები